11-02-2020
ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელის, პელეს ჯანმრთელობის მდგომარება გაუარესდა. ბრაზილიური ტელეკომპანია GLOBO-ს ინფორმაციით, პელეს სიარული აღარ შეუძლია და მძიმე დეპრესიაშია.
მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი, რომელსაც ყველა დროს საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევენ, გასულ წელს საავადმყოფოში მოხვდა და ექიმებმა მას საშარდე გზების ინფექციის დიაგნოზი დაუსვეს. 79 წლის პელეს წელის პრობლემებიც აწუხებს, ის ეტლით გადაადგილდება.