გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის ჩაფიძის კლინიკაში საქველმოქმედო სამედიცინო აქცია გაიმართება

12-02-2020

მიმდინარე წლის 15 თებერვალს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, თბილისში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმები, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევებს (ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული გამოკვლევები ) ჩაატარებენ.

ბენეფიციარების მიღება იწარმოებს 10:00 საათიდან.

მისამართი: დიღომი, ნ.ჯავახიშვილის ქ. N1

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ.ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის, 2017 წლის აპრილში გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, პერმანენტულად ტარდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930