გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი სესიაშვილი: ვურჩევ გიგა ბოკერიას ვანო მერაბიშვილს აუხსნას, რომ საქართველოში დამხობა ან გვამების მოთხოვნა აღარ შეიძლება

20-02-2020

პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი ვანო მერაბიშვილის განცხადების საპსუხოდ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, გიგა ბოკერიას ურჩევს დაელაპარაკოს, მის მეგობარს და ყოფილ პრემიერ-მინისტრს, რომ ის იმ ქვეყანაში აღარ ცხოვრობს, სადაც დამხობა ან გვამების მოთხოვნა შეუძლია.


„მერაბიშვილი ციხიდან არ გამოსულა, რომ უკვე დამხობაზე გველაპარაკება. ცხადია, ქართველ ხალხს არ დავიწყებია ის დანაშაულები, რაც ბატონმა მერაბიშვილმა თავისი სააკაშვილის ხელმძღვანელობით ჩაიდინა. იგივე გირგვლიანის საქმის გაყალბება, „იმედის“ ქონების მიტაცება, გელაშვილის ცემის ფაქტი და ა.შ. მათ სამწუხაროდ, არ აქვთ განცდა, რომ დანაშაულები ჩაიდინეს და ამ დანაშაულებზე ელემენტარულად ბოდიში მოიხადონ და ქართულ საზოგადოებას თვალებში ჩახედონ.


მე ვურჩევ გიგა ბოკერიას, რომელიც მერაბიშვილის მეგობარია, აუხსნას, რომ აღარ ცხოვრობს იმ ქვეყანაში, სადაც შეიძლება დამხობა ან გვამების მოთხოვნა. დანარჩენს ყველაფერს ქართველი ხალხი არჩევნებში გასცემს პასუხს. ის დანაშაულები, რაც სააკაშვილის რეჟიმმა მთავარი შემოქმედის მონაწილეობით ჩაიდინა ქართველი ხალხის წინაშე, ხალხი ვერ დაივიწყებს. ასეთ წარსულს არ დავუბრუნდებით! გვამების მოთხოვნის, რუსთაველზე სისხლიანი ადამიანების დაყრის და სხვა მძიმე დანაშაულების დრო და ადგილი ამ ქვეყანაში დასრულდა!“, - განაცხადა სესიაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930