21-02-2020
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ოპოზიციური პარტიების კონსულტაციებში არ ჩაერთვება. ამის შესახებ ინფორმაციას "მთავარი არხი" ავრცელებს.
მედიის ცნობით, მარგველაშვილი პოლიტიკურ ძალებთან შეხვედრებს ინდივიდუალურად გამართავს და ასევე, დაგეგმილია შეხვედრები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან.
ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიებს წარმომადგენლებმა მოლაპარაკებები განაახლეს.