გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული სიგარეტი და თამბაქოს ნაწარმი გამოავლინეს

21-02-2020

საბაჟო გამშვებ პუნქტებში: „წითელი ხიდი“, „სარფი“ და ,,სადახლო-საავტომობილო“, სიგარეტისა და თამბაქოს ნაწარმის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის 7 ფაქტი აღიკვეთა.


ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების ბარგის, ხელბარგისა და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 15,660 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი და თამბაქოს ნაწარმი (34,780 ღერი) აღმოაჩინეს.


სამართალდამრღვევის 2 ფაქტი, კერძოდ, საქართველოსა და თურქეთის მოქალაქეების საქმე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო დანარჩენ 5 ფაქტზე, კანონდამრღვევ აზერბაიჯანისა და საქართველოს მოქალაქეებს, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ათას-ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930