გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი კიბერთავდასხმა მსოფლიოს ლიდერებმა დაგმეს

21-02-2020

გასული წლის 28 ოქტომბერს, საქართველოში განხორციელებულ ფართომასშტაბიან კიბერთავდასხმას მსოფლიოს ლიდერები და მაღალი თანამდებობის პირები ეხმაურებიან. მომხდარი აქტიურად შუქდება საერთაშორისო მედიაშიც.


ნიდერლანდური პრესა წერს, რომ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი სტეფ ბლოკი მომხდარზე პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციას აკისრებს და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად გმობს რუსეთის ამ ქმედებას.


„მსგავსი ქმედება ცდება გაეროს მიერ პასუხისმგებლიანი სახელმწიფოს კიბერსივრცეში ქცევის ნორმებს, და უგულებელყოფს წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს“, - ნათქვამია განცხადებაში.


სტატიებში ასევე აღნიშნულია, რომ მომხდარმა კიბერშეტევამ საქართველოში 15000-მდე სახელმწიფო და კერძო ვებგვერდი მოიცვა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930