24-02-2020
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ნაკადულის კალმახის საშენში საქართველოს წითელი ნუსხის სახეობის, მდინარის კალმახის 50 000 ზე მეტი ლიფსიტა გამოიჩეკა. სააგენტო ფაუნის იშვიათი და მოწყვლადის სახეობების პოპულაციის გამრავლებასა და ბუნებაში აღდგენაზე მუშაობს.
ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ახორციელებს პროექტს, რომელიც საქართველოს „წითელი ნუსხის“ სახეობის, ნაკადულის კალმახის გამრავლებას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში განხორციელდა ინფრასტრუქტურული სამუშაოები, აშენდა ორი ტბორი და 8 რკინა-ბეტონის სპეციალური აუზი.
ამ მომენტისთვის, ნაკადულის კალმახის 100 000 მდე ლავრაა მიღებული. საგეენტოს გეგმა წელიწადში ნახევარი მილიონი ლიფსიტის წარმოება და მდინარეების გათევზიანებაა.
ნაკადულის ანუ მდინარის კალმახი 2006 წელს „წითელ ნუსხაში“ მოხვდა. მინიჭებული აქვს მოწყვლადის კატეგორია. მსგავსი ტენდენცია ევროპის არაერთ ქვეყანაშია, რის გამოც პოპულაციის ხელოვნური გამრავლება და მდინარეთა დათევზიანება ხდება.