25-02-2020
დავით სარალიძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას განაჩენის გამოცხდების შემდეგ, მისმა ძმამ ლუკა კალანდიამ განაცხადა, რომ მოსამართლემ მიიღო არაობიექტური გადაწყვეტილება და მან შეასარულა პოლიტიკური დავალება.
ბრალდებულის ძმის თქმით, საქართველოში სამართალი არ არსებობს.
„ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეს მოსამართლე არის არაობიექტური, მიკერძოებული, პოლიტიკური დავალებების შემსრულებელი მოსამართლე. ეს დადასტურდა დღეს. ეს არის პოლიტიკური დავალება და მეტი არაფერი. ეჭიდაონ სტრასბურგს! საქართველოში სამართალი არ არსებობს“, - განაცხადა მიხეილ კალანდიას ძმამ.