"ჯოჯოხეთში, რომ მომიწიოს ჩასვლა, ჩავალ და სხვებსაც წავიყოლებ. ყველას ვინც ჩემი შვილის დაპატიმრებაში წვლილი მიიღო", - განაცხადა კალანდიამ.
ჟურნალისტის კითხვაზე ვის ინტერესში შედიოდა მისი შვილის დაპატიმრება - კალანდია აცხადებს, რომ მის შვილს "შეახოცეს" ხელი.
"იყო სერგი კაპანაძის, "ევროპული საქართველოსი" და მათ შორის "ოცნების ინტერესი". "ქართულმა ოცნებამ" თავისი საქმე ვერ გამოასწორა და ჩემს შვილს "შეტენა" ყველაფერი", - განაცხადა კალანდიამ.
მიხეილ კალანდიას სასამართლომ 11 წლითა და 3 თვით პატიმრობა მიუსაჯა