25-02-2020
ხორვატიასა და ავსტრიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევები დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
კორონავირუსით დაავადებული ერთი პაციენტი ხორვატიის მოქალაქეა და ქალაქ ზაგრებში მდებარე კლინიკაში იმყოფება. გავრცელებული ინფორმაციით, ის 1 კვირის წინ ჩამოვიდა იტალიიდან.
რაც შეეხება ავსტრიაში მყოფ ორ პაციენტს, ისინი იტალიის მოქალაქეები არიან და ტიროლის პროვინციაში ცხოვრობენ.