გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კომერციული ბანკების აქტივების მოცულობა 519,79 მილიონი ლარით შემცირდა

26-02-2020

მიმდინარე წლის პირველი თებერვლის მდგომარეობით, იანვარში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 519.79 მლნ ლარით, ანუ 1.10 პროცენტით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.86 პროცენტით) და 2020 წლის პირველი თებერვლისათვის 46.66 მლრდ ლარი შეადგინა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 5.85 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 12.54 პროცენტია.

საანალიზო პერიოდისთვის საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკით იყო წარმოდგენილი; მათ შორის 14 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930