27-02-2020
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ შემთხვევის დაფიქსირებას ელოდებოდნენ და ქვეყანა უნდა მოახდინოს პრევენცია, რომ ქვეყანაში სხვა შემთხვევები არ დაფიქსირდეს.
გამყრელიძის თქმით, სამედიცინო ქსელს აქვს მზადყოფნა და არის ინის რეზერვი, რომ მოეწყოს საკარანტინო სივრცეები.
„სამედიცინო ქსელის მზადყოფნა არის. ჩვენთან არის რეზერვი, როგორც საკარანტინო სივრცეების, ისე შესაბამისი პოლიპროფილური საავადმყოფოების, სადაც გახლავთ ყველა საშუალება, რომ ადამიანებს გაეწიოთ შესაბამისი სამედიცინო დახმარება. შემთხვევის დაფიქსირებას ველოდით, იქნებოდა და შესაძლებელია, კიდევ იყოს, მაგრამ ჩვენ ერთი მხრივ, პრევენცია უნდა მოვახდინოთ სხვა შემთხვევების შემოტანის, დამერწმუნეთ, ეს რთული იქნება, მეორე მხრივ კი, ქვეყანა მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ შესაბამისად, ამ ადამიანებს ადრეულ ეტაპზე გაეწიოთ სამედიცინო დახმარება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.