გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გურამ ნიკოლაშვილი: ეკონომიკური და პოლიტიკური თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის ინდექსით 2019 წელს საქართველომ ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა

28-02-2020

„ეკონომიკური და პოლიტიკური თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის ინდექსით 2019 წელს საქართველომ ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა, შედეგი გაიუმჯობესა და 27-ე ადგილი დაიკავა ევროპის 45 ქვეყანას შორის” - განაცხადა საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა გურამ ნიკოლაშვილმა ტვ „იმედის“ „დღის ქრონიკაში“ თავისუფლების ბარომეტრის შეფასებაზე საუბრისას.


მისი თქმით, საქართველო კვლავ ლიდერობს რეგიონში და საინტერესოა, რომ გაუმჯობესება დაფიქსირებულია იმ ფონზე, როდესაც შარშან ზაფხულში ქვეყანამ მცირე პოლიტიკური კრიზისი გადაიტანა.


„მნიშვნელოვანი როლი გაუმჯობესებაში ითამაშა პრესის თავისუფლების ინდექსმა, სადაც აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში არსებული სპეკულაცია რუსთავი-2-ის გარშემო დასრულდა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც მთლიანად დაადასტურა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ. ასევე აღნიშნულია, რომ კომპანიის კანონიერი მფლობელისთვის დაბრუნებას ხელი არ შეუშლია ჟურნალისტებისთვის ერთდროულად ორი ახალი ტელევიზია გაეხსნათ. ცხადია, რომ ეკონომიკაზე გავლენა აქვს ყველაფერს, თავისუფლების ინდექსსაც, არჩევნებსაც, ეკონომიკურ მოლოდინებსაც და კორონავირუსსაც. საინტერესოა ის, თუ როგორ ახერხებს ხელისუფლება გაუმკლავდეს აღნიშნულ მიმდინარე პრობლემებს და შეინარჩუნოს ჯანსაღი ეკონომიკაც და ზრდის ტემპიც” - განაცხადა გურამ ნიკოლაშვილმა.


ამასთან, გადაცემის ავტორმა ყურადღება გაამახვილა იანვარში დაფიქსირებულ ეკონომიკურ ზრდაზე. გურამ ნიკოლაშვილმა ასევე ისაუბრა ბრიტანული ჟურნალ „ეკონომისტის“ წლიური გამოცემის „მსოფლიო 2020 წელს” ეგიდით და ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებით თბილისში ჩატარებულ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2020“, რომლის მიზანი იყო საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის ანალიზი და ახალი შესაძლებლობების განხილვა გლობალურ კონტექსტში.


კონფერენციის ფარგლებში, რომელსაც 200-მდე მონაწილე და სტუმარი დაესწრო სამი პანელი გაიმართა. საქართველოს მთავრობა კი რამდენიმე მინისტრით იყო წარმოდგენილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930