გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლაშა ღლონტი: მინდა გახაროთ, ჩინეთში კორონავირუსის პიკმა გადაიარა, ევროპაში მიგრიგრებული ფორმები გაცილებით მსუბუქია ვიდრე ინფექციის კერაში

29-02-2020

„მინდა გახაროთ, ჩინეთში კორონავირუსის პიკმა გადაიარა, ევროპაში მიგრიგრებული ფორმები გაცილებით მსუბუქია ვიდრე ინფექციის კერაში“, - მომღერალი ლაშა ღლონტი სოციალურ ქსელში კორონავირუსის შესახებ წერს.

„ჩემო საყვარელო მეგობრებო მინდა გახაროთ, რომ ბოლო ინფორმაციით, ჩინეთში კორონავირუსის პიკმა გადაიარა და ევროპაში მიგრიგრებული ფორმები გაცილებით მსუბუქია ვიდრე ინფექციის კერაში. პანიკა გაზვიადებულია და ზიანის მეტს არაფერს მოგვიტანს. მთავარია ცოტა ხანი დავიცვათ რეკომენდაციები:

1 დავიბანოთ ხელი ძალიან ხშირად;

2 გავანიავოთ ოთახები;

3 დროებით ნუ გადავკოცნით ერთმანეთს და ნუ ჩამოვართმევთ ხელს;

3 ნუ იმოგზაურებთ ჩინეთში, იაპონიაში, ირანში, იტალიაში, სამხრეთ კორეაში;

4 სიტუაცია დასტაბილურდა და ვირუსი უკან იხევს;

5 სიკვდილიანობის ისედაც დაბალი მაჩვენებელი კიდევ უფრო იწევს ქვემოთ;

6 ახალი შემთხვევები შეიძლება ინერციით კიდევ აღმოჩნდეს, მაგრამ სიმპტომები გაცილებით სუსტია ამან არ შეგაშინოთ;

7 გახალისდით, შეინარჩუნეთ სიმშვიდე უბრალოდ დაიცავით ეს რეკომენდაციები. არაფერია სანერვიულო.

Psაქამდე სხვა ვირუსული აფეთქებების შემთხვევაში სოციალური ქსელები არ იყო ასეთი პოპულარული და ჩვენ გგვგონია, რომ ასეთი რამ არ მომხდარა. უბრალოდ დღეს მეტი ინფორმაციაა.

ასე რომ, დამშვიდდით და გააგრძელეთ ის რასაც აქამდე აკეთებდით უბრალოდ დაიცავით რეკომენდაციები, ყველაფერი მალე დასრულდება“, - წერს ლაშა ღლონტი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930