გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, აპრილი 07, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები რეტრო მედია
"დრო აჩვენებს ვის მეტი სიძულვილით გაიხსენებენ, მე თუ სააკაშვილს"-ედუარდ შევარდნაძე გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე

29-02-2020

საქართველოს ექსპრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის განცხადებით, რომელიც მან გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე გააკეთა, დრო საინტერესო მოვლენაა და სწორედ დრო გამოაჩენს, ვის უფრო მეტი სიძულვილით გაიხსენებს ქართველი ხალხი, მას თუ მიხეილ სააკაშვილს.


ეს განცხადება შევარდნაძემ გაზეთ "ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში გააკეთა, რომელიც 2013 წლის 22 ივლისს გამოქვეყნდა.


"დრო კარგად აჩვენებს, რომლის სახელს უფრო მეტი სიძულვილით გაიხსენებს ქართველი ხალხი - შევარდნაძის თუ სააკაშვილის. ამ მხრივ ისტორია ძალიან საინტერესო მოვლენაა"-აცხადებდა შევარდნაძე.


მისივე თქმით, სააკაშვილი ვერასდროს ეღირსება, რომ "ბაბუ" დაუძახონ.


"რაც შეეხება - "ბაბუს", მე ვამაყობ, რომ ასე მომიხსენიებენ. დარწმუნებული ვარ, სააკაშვილს ძალიან უნდა, რომ ოდესმე მასაც "ბაბუ" დაუძახონ, მაგრამ ვერ ეღირსება. ეს რომ დაიმსახურო, ხალხისთვის თავის გაწირვა უნდა შეგეძლოს და... სახლში წასვლა"-აცხადებდა ედუარდ შევარდნაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930