გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჩერგოლეიშვილი: ჟიჟილაშვილს ჩემთან სახლში ეძინა, სტრასბურგში რომ ჩამოდიოდა, ფული რომ დაეზოგა და სასტუმროში არ დარჩენილიყო. მოსვლა რომ დაიწყო ხმებმა - ხაზარაძეს გაეშვას, თორემ ეთერში დავბლოკავ, სააკაშვილს გაეშვას, თორემ ეთერი დაებლოკება-მაშინ შევდექი

27-07-2026

მე მაგ ჟურნალისტებს საერთოდ არც ერთს არ ვიცნობდი და ჟიჟილაშვილს ჩემთან სახლში ეძინა, სტრასბურგში რომ ჩამოდიოდა ხოლმე, იმიტომ, რომ დაეზოგა ფული და სასტუმროში არ დარჩენილიყო, PACE-ზე გასაშუქებლად რომ გამოჰყავდათ-ხოლმე, - ამის შესახებ "ფედერალისტების" ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა, "ფორმულას" ჟურნალისტ ნინო ჟიჟილაშვილის შესახებ "Palitra News"-ის ეთერში განაცხადა.


ჩერგოლეიშვილის განცხადებით, ის მას შემდეგ "შედგა" ჟიჟილაშვილს, რაც მიუვიდა ხმები იმის შესახებ, რომ კონკრეტულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს თუ არ ჩამოსცილდებოდა, ეთერი დაებლოკებოდა.


"ძალიან ცუდია, როდესაც ჟურნალისტი ისე ისვრის შეფასებებს, რომ არ აქვს შესწავლილი პროცესი. რამეს კი არ ვერჩოდი მაგ ჟურნალისტებს - ჩემთან მოსვლა რომ დაიწყო ხმებმა, ხაზარაძეს გაეშვას, თორემ, ეთერში დავბლოკავ, მიშა სააკაშვილს გაეშვას, თორემ, ეთერი დაებლოკება, კეზერაშვილს გაეშვას, თორემ, ეთერი დაებლოკება - მაშინ შევდექი, იმიტომ, რომ ეს არის პრინციპის საკითხი. ჟურნალისტი უნდა ემსახურებოდეს საჯარო ინტერესს, ზუსტად ისე, როგორც სახელმწიფო მოხელე უნდა ემსახურებოდეს საჯარო ინტერესს," - განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31