გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ქართველიშვილი: ჩვენი იდენტობა, ტრადიციები, რელიგია, ასევე მოღვაწეები, რომლებიც ქართულ კულტურას ამდიდრებდნენ, პერიოდულად კოორდინირებული თავდასხმის სამიზნე ხდებიან. როგორც წესი, მსგავსი კამპანიების ავტორები ფსევდოლიბერალები არიან

27-07-2026

ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა საზოგადოება კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ ჩვენი იდენტობა, ტრადიციები, ღირებულებები და მართლმადიდებლური რელიგია, ასევე ის მოღვაწეები, რომლებიც სხვადასხვა დროს ქართულ კულტურას ამდიდრებდნენ, ჩვენს ხალხს წინ მიუძღოდნენ და სამშობლოს ყველაფრის ფასად იცავდნენ, პერიოდულად კოორდინირებული თავდასხმის სამიზნე ხდებიან, - განაცხადა MMA-ის მებრძოლმა, გიორგი ქართველიშვილმა პრესკონფერენციაზე, სადაც ახალი მოძრაობის შექმნა დააანონსა.


ქართველიშვილის განცხადებით, ყოველივე ქართულზე შეტევა არა ბუნებრივი, არამედ ხელოვნური, მიზანმიმართული პროცესია. შემდეგ კი, ამ ყველაფრის აქტიურად განხილვა და ნორმალიზება ეროვნული ღირებულებების გაუფასურებას ისახავს მიზნად.


„როგორც წესი, მსგავსი კამპანიების ავტორები ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის მატარებელი, ქვეყნის გარედან დაფინანსებული ჯგუფები, პოლიტიკოსები, ე.წ. აქტივისტები, მედიის წარმომადგენლები თუ მათთან აფილირებული ადამიანები არიან. ეს ადასტურებს, რომ ყოველივე ქართულზე შეტევა არა ბუნებრივი, არამედ მიზანმიმართულად დაგეგმილი და ხელოვნურად აგორებული პროცესია, რაც, თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში, ხშირად უკონტროლო სახეს იღებს.


ქართველი ხალხისთვის საამაყო წინაპრების, კულტურისა და იდენტობის შეურაცხყოფა, შემდეგ კი აღნიშნული საკითხების აქტიურად განხილვა და მცდელობა, რომ ეს ყველაფერი ჩვენი მოსახლეობისთვის ნორმად იქცეს, მხოლოდ იმ ეროვნული შემაკავშირებლების გაუფასურებას ისახავს მიზნად, რომლების გარშემოც ქართველია ერია გაერთიანებული“, - აცხადებს გიორგი ქართველიშვილი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031