გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ელენე ხოშტარია ციხიდან იმუქრება: როდესაც დემორალიზებულია პოლიცია, დეგრადირებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი, ჩვენს პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, მეგობრებო, ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს

31-07-2026

„შემოვიდა ქოცი რესტორანში? ვეუბნები, რომ იცი რა? თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები სანამ არ იქნება, შენ ამ ხინკალს ვერ შეჭამ. ყველა შემთხვევაში, ჩვენი სოციალური ზეწოლით, სოციალური იზოლაციის, აზრის და ნების გამოხატვის ყველა ფორმა უნდა იყოს კონცენტრირებული რომ მორჩა, არაფერი არ გექნება, სანამ არ იქნება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები“, - ამის შესახებ „დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ერთ-ერთ ოპოზიციურ მედიასთან ციხიდან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.


ის ვარაუდობს, რომ შემოდგომისთვის, პოლიციის დემორალიზებისა და პოლიტიკური სპექტრის დეგრადირების პარალელურად, უნდა გამოვიდეს ასიათასობით ადამიანი და ოპოზიციამ საერთაშორისო თანამეგობტობას უნდა მიმართოს.


„როდესაც ეს საზოგადოებრივი გაცნობიერების ამოცანა მივა აქამდე, მე ვფიქრობ, ამას დიდი დრო არ დასჭირდება, ვფიქრობ, რომ შემოდგომისთვის ეს ასე იქნება. ამ ფონზე, როდესაც დემორალიზებულია პოლიცია, დეგრადირებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი, ამის პარალელურად, ჩვენს პარტნიორებს უნდა ვუთხრათ: იცით რა, მეგობრებო? ჩვენ, მთელი ოპოზიცია, ხალხი, რომელსაც იჭერენ, სცემენ და ა.შ. მაგრამ კიდევ გამოვიდა 300 ათასი, ვიცით, რა უნდა გაკეთდეს. ჩვენ გთხოვთ თქვენ ელემენტარულ რამეს: ეს ხუთი პუნქტი თუ რამდენიც იქნება - ეს იქნება კონცენტრირებული ზეწოლა, აქ 300 ათასი ადამიანი, პარალელურად იქიდან ყველას ეცოდინება, რომ აი ამ კულმინაციამდე მივდივართ,” - აცხადებს ხოშტარია.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031