გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაწყვეტის გამო დედაქალაქის მერიას პირგასამტეხლო არ დაეკისრება

13-03-2018


დედაქალაქის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, კომპანია „სითი პარკთან“  ხელშეკრულების გაწყვეტის გამო მერიას პირგასამტეხლო არ დაეკისრება.

მისივე თქმით, „სითი პარკმა“ კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა.

„კომპანიამ არ შეასრულა მასზე დაკისრებული ერთადერთი ვალდებულება. ესაა საპარკინგე ინფრასტრუქტურის მოწყობა, დახაზვა და საპარკინგე ნიშნების დაყენება, ასევე შშმ პირებისთვის განკუთვნილი საპარკინგე ადგილების მოწყობა, რასაც ჰქონდა სისტემატური ხასითი. დაახლოებით 30%-ზე მეტი  საპარკინგე სივრცეებისა მოუწესრიგებელია. აქედან გამომდინარე ჩვენ მივიღეთ გადწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით.

მერიას არ დაეკისრება პირგასამტეხლო, რადგან ჩვენ ვმოქმედებდით ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.

შეიძლება კომპანიამ მიიჩნიოს, რომ მისი უფლება დაირღვა და მიმაროს სასამართლოს, მაგრამ ჩვენ გვაქვს სამართლებრივად მყარი პოზიციები, გვჯერა ჩვენი გადაწყვეტილებისა და ის არის სამართლიანი და სწორი“- განაცხადა ხმალაძემ.

შეგახსენებთ, რომ კომპანია „სითი პარკთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება ძალაში მიმდინარე წლის 10 აპრილს შევა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930