3-03-2020
საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ, ყველა ობიექტზე შეტანილია ეფექტური სადეზინფექციო საშუალებები და აქტიურად მიმდინარეობს დამუშავების პროცესი.
დღეს, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ადგილზე დაესწრო სადეზინფრქციო სამუშაოების პროცესს თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონასა და საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,წითელ ხიდი". სპეციალური სითხეებით დამუშავდა ავტომობილების როგორც გარე ზედაპირი, ასევე, შიდა სივრცე.
აღსანიშნავია, რომ საბაჟო დეპარტამენტის პერსონალს ჩაუტარდა სრული ინსტრუქტაჟი მათ მიერ განსახორციელებელი პრევენციული ღონისძიებების შესახებ.
სპეციალური სითხეებით მუშავდება ყველა საბაჟო გამშვები პუნქტი და გაფორმების ეკონომიკური ზონა, ასევე დამუშავების პროცესს ექვემდებარება ავტოსატრანსპორტო საშუალებები.
აღნიშნული პროცესი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრთან კოორდინირებით მიმდინარეობს.