6-03-2020
ლატვიის დამსაქმებელთა კონფედერაციამ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, თეა მაისურაძის ლატვიელ ბიზნესმენებთან შეხვედრას უმასპინძლა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ კონფედერაციის გენერალური დირექტორი, ლიგა მენგელსონე, ლატვია-საქართველოს ბიზნეს საბჭოს თანათავმჯდომარე ლატვიის მხრიდან, იმანტს კანაშკა და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები, რომლებიც უკვე საქმიანობენ საქართველოში, ან გეგმავენ ბიზნეს პროექტების განხორციელებას.
შეხვედრის ფარგლებში საქართველოს ელჩმა ბიზნესმენებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველო-ლატვიის ურთიერთობებზე ეკონომიკური მიმართულებით, ისაუბრა საქართველოში არსებულ ბიზნეს და საინვესტიციო გარემოზე.
ბიზნესმენების მხრიდან გამოითქვა თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი და აღინიშნა, რომ საქართველო საინტერესო და მიმზიდველი ქვეყანაა ლატვიელი ინვესტორებისთვის.