გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ცოტნე ზურაბიანი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში წყალმომარაგების საკითხით დაინტერესდა

6-03-2020

„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში რჩება მოუგვარებელი სასმელი წყლის პრობლემა - მაინტერესებს, წელს ან მომდევნო წელს ამ საკითხებთან მიმართებაში თუ იგეგმება კონკრეტული პროექტების განხორციელება“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, ცოტნე ზურაბიანმა განაცხადა.


პლენარულ სხდომაზე, სადაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მოუსმინეს, ცოტნე ზურაბიანი რამდენიმე საკითხით დაინტერესდა, მათ შორის, დეტალური ინფორმაციით ინტეგირებული განვითარების პროგრამის შესახებ, რომელიც საპილოტე რაიონებში ხორციელდება. დეპუტატი ასევე შეეხო წყალტუბოს აღორძინების პროექტს.


„ვისარგებლებ შემთხვევით და გთხოვთ, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ უფრო დეტალური ინფორმაცია, რა ეტაპზე ვართ დღეს ამ მიმართულებით. მუშავდება წყალტუბოს განვითარების გენგეგმა, რომელსაც ინფრასტრუქტურის სამინისტრო კურირებს. ამაზეც რომ მოგვაწოდოთ ინფორმაცია და იმ ეტაპებზე, რომელიც წინ უძღვის აღორძინების პროექტს“,- მიმართა ცოტნე ზურაბიანმა მინისტრს.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930