გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, ივნისი 05, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
კორონავირუსის გამო, ავსტრალიის კათოლიკურმა ეკლესიამ ზიარების წესები გაამკაცრა

6-03-2020

კორონავირუსის გამო, ავსტრალიის კათოლიკურმა ეკლესიამ ზიარების წესები გაამკაცრა. ინფორმაცია „ავსტრალიანი“ ავრცელებს.


კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლებმა მოუწოდეს ზოგიერთი რელიგიური რიტუალის დროს შეზღუდვები დაწესდეს. კერძოდ საუბარია ზიარების დროს ღვინის საერთო ჭურჭლიდან მიღების შეზღუდვაზე.


ავსტრალიის კათოლიკური ეკლესიის გადაწყვეტილებით, ნაკურთხი წყლის სავსე ჭურჭელი ეკლესიაში დროებით ცარიელი იქნება, რათა კორონავირუსის გადაცემა არ მოხდეს.


ამასთან ერთად ავსტრალიის კათოლიკური ეკლესია მოუწოდებს, იმ მოქალქეებს, ვისაც ვირუსი ყველაზე მეტად ემუქრებათ, დროებით თავი შეიკავონ მესაზე მისვლისგან და „სახლებში ილოცონ“.


1tv.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30