გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კელი დეგნანი: თუ არსებობს შეთანხმების შესაძლებლობა და პარტიები ხედავენ მას, გადაწყვეტილება მალე უნდა იყოს მიღებული

7-03-2020

„მოხარული ვარ, რომ ვხედავ მხარეების - მმართველი პარტიისა და ოპოზიციური პარტიების ნებას დასხდნენ მაგიდასთან და იმსჯელონ თავიანთ განსხვავებულ პოზიციებზე და შეეცადონ იპოვნონ გამოსავალი, რომელსაც ყველა დათანხმდება და რომელიც რეალურად წინ წაწევს საქართველოს დემოკრატიას და უზრუნველყოფს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს” - განაცხადა აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა რადიო „თავისუფლებასთან“ ინტერვიუში

მისი თქმით, ეს არის დემოკრატიის არსი - იჯდე შენს ოპონენტთან ერთად და მუშაობდე კომრპომისზე.

„ეს არის, რასაც ჩვენ ვუჭერთ მხარს და იმედი მაქვს, ამას ვიხილავთ ძალიან მალე. ვფიქრობ, ოქტომბრის არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ძალიან დიდია ინტერესი მის მიმართ ჩემს ქვეყანაში, სხვა ქვეყნებში და რა თქმა უნდა, საქართველოს ამომრჩევლების ინტერესია, რომ ეს იყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. მე სრულად გავეცანი წარმომადგენელთა პალატის წევრ კინზინგერთან „ამერიკის ხმის“ ინტერვიუს და ვფიქრობ, მისი გზავნილი საკმაოდ მკაფიო იყო - რომ საქართველოს მეგობრებს ვაშინგტონში ნამდვილად სურთ საქართველომ მიაღწიოს წარმატებას და წარმატება საქართველოსთვის იქნება პოლიტიკური ლიდერების მიერ საკმარისი პოლიტიკური გამბედაობის ჩვენება იმისათვის, რომ მიაღწიონ ისეთ შეთანხმებას ოქტომბრის არჩევნებისთვის, რომელსაც ყველა მხარე დაეთანხმება და ყველა დაუჭერს მხარს. სწორედ ამაზე მუშაობენ მხარეები” - განაცხადა კელი დეგნანმა.

როგორც ელჩმა აღნიშნა, მათ არა მხოლოდ უნდა იმსჯელონ, არამედ უნდა მიაღწიონ კომპრომისს.

კელი დეგნანის თქმით, თუკი არსებობს შეთანხმების შესაძლებლობა და პარტიები ხედავენ მას, გადაწყვეტილება მალე უნდა იყოს მიღებული

„სხვადასხვა მხარის წარმომადგენლებისთვის შეკრება და თავიანთ განსხვავებულ პოზიციებზე მსჯელობა არ არის უფრო იოლი ჩემს ქვეყანაში, ვიდრე საქართველოშია. არა მხოლოდ უნდა იმსჯელონ, არამედ უნდა მიაღწიონ კომპრომისებს, რასაც პოლიტიკური ლიდერობა სჭირდება. გავიმეორებ, რომ მოწმე ვარ აქ პოლიტიკური ლიდერობის როგორც მმართველი პარტიის, ისე ყველა ოპოზიციური პარტიის მხრიდან, ვისაც მე ვესაუბრე. ისინი ამას სერიოზულად უდგებიან და სურთ იპოვნონ გამოსავალი, რომელზეც ყველა თანახმა იქნება. წარმატების ფორმულა არის შეთანხმება, რომელსაც ყველა მხარე დაეთანხმება, დაუჭერს მხარს და რომელიც გასტანს მთელი საარჩევნო კამპანიის დროს, ამ ზაფხულის განმავლობაში და შემდეგაც. ვფიქრობ, თუკი არსებობს შეთანხმების შესაძლებლობა და პარტიები ხედავენ მას, გადაწყვეტილება მალე უნდა იყოს მიღებული. თუკი ასეთი შესაძლებლობა არ არსებობს (თუმცა, გულწრფელად მჯერა, რომ ისინი გამონახავენ ყველასთვის მისაღები შეთანხმების მიღწევის გზას), ძალიან სამწუხარო მარცხი იქნება ყველა მხარისთვის. თუკი შეთანხმება ვერ მიიღწევა, არა მგონია, ვინმემ შეძლოს თავის გამარჯვებულად გამოცხადება. ვფიქრობ, სწორედ ამის თქმა სურდა კონგრესმენ კინზინგერსაც თავის ინტერვიუში. წარმომადგენელთა პალატაში სწორედ ამის კეთება უწევს მას ყოველდღიურად. მან იცის რა რთულია ეს და ასეთ ვითარებაში წარმატებას რომ მიაღწიო, საჭიროა ნამდვილი პოლიტიკური გამბედაობა. თუმცა, მე იმედიანად ვარ. მართლა ასე ვარ“ - განაცხადა კელი დეგნანმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930