გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ვერანაირი მემორანდუმი ვერ გაფორმდებოდა, რომელიც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპთან აცდენილი იქნებოდა

8-03-2020

„საქართველოში არ არიან პოლიტიკური პატიმრები, საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო, ეს ძალიან კარგად ვიცით ჩვენ და იციან დიპლომატებმა, ოპოზიციის კონკრეტული წარმომადგენლებისგან განხვავებით“ - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირაში“ ოპოზიციის განცხადებებს, თითქოს შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლებას შეეხება.

ირაკლი კობახიძე მოუწოდებს ოპოზიციის წარმომადგენლებს, ნუ ისაუბრებენ ტყუილებით

„მე მოვუწოდებდი ოპოზიციის წარმომადგენლებს, არ ისაუბრონ ტყუილებით საზოგადოებასთან და მხოლოდ სიმართლე უთხრან. თუმცა, მათიც მესმის - მათი პოზიციები არის სუსტი, ხანდახან გამოუვალ მდგომარეობაში არიან და ამ მდგომარეობიდან გამოსვლას ტყუილების საშუალებით ცდილობენ, თუმცა ტყუილი არავითარ შემთხვევაში არ არის გამოსავალი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, ბუნებრივია, ვერანაირი ისეთი მემორანდუმი დღეს ვერ გაფორმდებოდა, რომელიც აცდენილი იქნებოდა სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპთან.

„სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს იმას, რომ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები მიიღება კონკრეტული დამოუკიდებელი ორგანოების მიერ - ეს არის პროკურატურა, სასამართლო. როდესაც შეწყალებაზეა საუბარი, ეს არის საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც ასევე დამოუკიდებელია პოლიტიკური ხელისუფლებისგან. შესაბამისად, ბუნებრივია ჩვენ არ გვქონდა არანაირი არც ფორმალური და არც მატერიალური ბერკეტი იმისათვის, რომ რაიმე დაპირება გაგვეცა კონკრეტულ ინდივიდებთან ან კონკრეტულ საქმესთან მიმართებით. არის საუბარი ზოგად განცხადებაზე, ზოგად მემორანდუმზე, რომელიც გაფორმდა და ბუნებრივია, ჩვენ შევუერთდით ამ სულისკვეთებას, სადაც საუბარია, რომ საქართველოში პროცესები უნდა გაგრძელდეს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის შესაბამისად და დაცვით. ანუ ეს ნიშნავს, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს ისე, რომ ვინმემ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს კონკრეტული ორგანოები, სასამართლო, პროკურატურა. ეს არის ამ განცხადების შინაარსი, რაც არის ნორმალური. რაც შეეხება ოპოზიციური პარტიების ინტერპრეტაციებს, ისინი უკვე აცდენილია სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს და არის მისგან სრული გადახვევა. შესაბამისად, ვერ გაიცემა ვერანაირი პირობა ვინ და როდის უნდა გათავისუფლდეს. ერთადერთი ვისაც ამის საშუალება აქვს, ეს არის პროკურატურა, სასამართლო და საქართველოს პრეზიდენტი“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, გაამართლა თუ არა ტაქსების რეფორმამ დედაქალაქში?

სხვა გამოკითხვები

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2020    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031