გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„შემოულაწუნედან“ „დიდ მადლობამდე“ - ნათელაშვილი ლეიბორისტების ოფისში მარგველაშვილის მისვლას ისტორიულს უწოდებს

9-03-2020

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი მისი პარტიის ოფისში გამართულ ოპოზიციის შეხვედრაზე გიორგი მარგველაშვილის მისვლას ისტორიულ მოვლენას უწოდებს და ექსპრეზიდენტს მადლობას უხდის. ეს განცხადება ნათელაშვილმა ოპოზიციის წარმომადგენელების მიერ გამართული სამუშაო შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში გააკეთა.


„რაც შეეხება ბატონი პრეზიდენტის მობრძანებას ოპოზიურ საკონსულტაციო ფორმატში, ეს არის ძალიან ისტორიული მოვლენა, ეს არის კიდევ ერთხელ მსოფლიოს თანამეგობრობისთვის იმის ხაზგასმა, რომ ქართველი ხალხი და მთელი პოლიტიკური სპექტრი არის აქეთ და იქ დარჩა ძალიან პატარა ჯუჯა ჯგუფი, რომელიც იქ უნდა წავიდეს, საიდანაც არც უნდა მოსულიყვნენ. ამიტომ, ბატონ პრეზიდენტს დიდ მადლობას ვუხდი“, - განაცხადა ნათელაშვილმა.


2013 წელს ექსპრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდი საზოგადოებას შალვა ნათელაშვილის ერთი ფრთიანი ფრაზითაც ახსოვს, როდესაც მან გიორგი მარგველაშვილი ფილმ „ნატვრის ხის“ პერსონაჟს შეადარა და მას „შემოულაწუნე“ უწოდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930