გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სატრანსპორტო სამსახურის უფროსი: კალაძემ კიდევ ერთი თამამი ნაბიჯი გადადგა

14-03-2018

სატრანსპორტო სამსახურის უფროსის თედო ისაკაძის განცხადებით, თბილისის მერმა კახი კალაძემ კიდევ ერთი თამამი ნაბიჯი გადადგა ქალაქის არტერიული შემადგენელის და სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგების მიმართულებით. 

"ბუნებრივია, გაჩნდა კითხვები: ვინ გადაიბარებს საპარკინგე მეურნეობის ადმინისტრირებას? გაიზრდება თუ არა საჯარიმო ტარიფები? რამდენად ეფექტურად იმოქმედებს ეს ზოგადად სატრანსპორტო გარემოზე? მაგრამ, ამ ლეგიტიმური კითხვების პარალელურად, აშკარად იგრძნობა, რომ მოსახლეობა კეთილგანწყობით შეხვდა მერიის გადაწყვეტილებას.
სხვა, იურიდიული შინაარსის დარღვევებთან შედარებით, რომელიც ხსენებული კომპანიის საქმიანობას პერმანენტულად ახლდა, უფრო მნიშვნელოვანი და მოქალაქეებისთვის გაცილებით სენსიტიური იყო უსამართლობის შეგრძნება, რომელსაც ხსენებული კომპანიის ბიზნესპოლიტიკა იწვევდა.
"სითი პარკი", მასთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით, იქცა არა სატრანსპორტო საშუალებების მფლობელებისთვის სერვისების მიწოდებაზე ორიენტირებული, არამედ ჯარიმებზე და დარიცხულ საურავებზე აწყობილი ბიზნესსუბიექტი და, შესაბამისად, ქვეყნის დედაქალაქში შექმნა აუტანელი ურბანული დისკომფორტი. ეს გახლავთ თავი და თავი მთელი ამ ისტორიისა.
კიდევ ერთხელ მივესალმები კახი კალაძის მოქალაქეობრივ გამბედაობას და მორიგ წარმატებებს ვუსურვებ საქმიანობაში!", - განაცხადა თედო ისაკაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930