გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თურქეთში კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა

11-03-2020

თურქეთში კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა. "კოვიდ-19" ევროპიდან დაბრუნებულ თურქეთის მოქალაქეს დაუდგინდა. კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა ბოლივიაშიც. ბოლო ერთ დღეში ირანში კორონავირუსით 54 ადამიანი დაიღუპა.

ქვეყანაში სულ გარდაცვალების 291 და ინფიცირების 8 ათასზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევებისა და ფატალური ფაქტების რაოდენობა გაიზარდა დიდ ბრიტანეთში. ინფიცირებულთა შორისაა ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი. 36 -მდეა გაზრდილი დაღუპულთა რიცხვი ესპანეთში, საფრანგეთში კი გარდაცვალების 33 შემთხვევა დასტურდება.

ამავე დროს, "კოვიდ-19"-ის შემთხვევების კლების ტენდენცია შენარჩუნებულია ჩინეთში. 

rustavi2

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930