11-03-2020
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით კორონავირუსით ინფიცირებული 12 წლის ბავშვის მდგომარეობა მსუბუქია.
ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსი ბავშვებში უფრო მსუბუქად ვითარდება ვიდრე მოზარდებში.
„ამ ბავშვის მდგომარეობა ჯერჯერობით არის მსუბუქი. საბედნიეროდ, ბავშვები დაავადება უფრო მსუბუქად ვითარდება, ვიდრე მოზარდებში და იმედია, საქართველო არ იქნება გამონაკლისი და ამ ბავშვთან დაავადება არ წავა უფრო მძიმედ, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში“, - განაცხადა ეზუგბაიამ.