11-03-2020
COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით სს „თელასი“ ითვალისწინებს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებს და მოუწოდებს მომხმარებლებს ისარგებლონ დისტანციური მომსახურებით.
ვებ-გვერდზე (my.telasi.ge.)რეგისტრაციის გავლის შემდეგ მომხმარებელს შეუძლია ონლაინ რეჟიმში განცხადების შევსება ახალ აბონენტად დარეგისტრირების და გამანაწილებელ ქსელზე მიერთების შესახებ.
ნებისმიერი განცხადების გაგზავნა კომპანიაში შესაძლებელია ელექტრონულ მისამართზე telasi@telasi.ge.
„თელასი“-ს საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებ-გვერდის(www.telasi.ge),კომპანიის ოფიციალური facebook-გვერდის და call-ცენტრის (2 77-99-99) მეშვეობით.
სს „თელასი“ მიმართავს მომხმარებლებს თხოვნით, მაქსიმალურად შეიკავონ თავი კომპანიის ბიზნეს ცენტრებში ვიზიტებისგან და ისარგებლონ დისტანციური მომსახურებით.