გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ინტერნეტ დაიჯესტი
2017 წელს განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების და ბრუნვის მიხედვით 10 უმსხვილესი კომპანია გამოვლინდა

14-03-2018

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2017 წელს განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების და ბრუნვის მიხედვით „ტოპ ათი“ კომპანიის ნუსხა გამოაქვეყნა.


ესენი არიან: სს ენერგო-პრო ჯორჯია გენერაცია, საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი, შპს მტკვარი ჰოლდინგი, ენკა ინშაათ ვე სანაი ანონიმ შირქეთის ფილიალი საქართველოში, სს მეტრო ავრასია ჯორჯია, სს ენერგო-პრო ჯორჯია, ბი-ფი ჯგუფი, შპს მაგთიკომი, აიდიეს ბორჯომისაქართველო (შპს აიდიეს ბორჯომი, ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი) და შპს რაკიინ აფთაუნ დეველოპმენტი.


2017 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მოცულობის ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა - „საქსტატის“ მონაცემებით, 2017 წელს განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 1 861.9 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია და წინა წელთან შედარებით 16.2 პროცენტით (259.1 მლნ. აშშ. დოლარით) გაიზარდა.


2017 წლამდე ყველაზე მაღალი შემოდინება 2014 წელს ფიქსირდებოდა და 1 818 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა, რასაც 44 მლნ აშშ დოლარით (2.4 პროცენტით) აღემატება 2017 წლის უცხოური ინვესტიციების შემოდინებები.

2017 წლის მეოთხე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 497.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 89.1 პროცენტით (234.3 მლნ. აშშ. დოლარით) აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.

2017 წელს მნიშვნელოვნად 114 პროცენტით (156.9 მლნ. აშშ. დოლარით) გაიზარდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა მშენებლობის სექტორში და 294.6 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, საფინანსო სექტორში ინვესტიციები გაიზარდა 98 პროცენტით (150.4 მლნ. აშშ. დოლარით) და 304.3 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციების 61 პროცენტიანი ზრდა (71.5 მლნ. აშშ. დოლარით მეტი) დაფიქსირდა და 188.6 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.

ინვესტიციების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ასევე უძრავი ქონების და სასტუმროების და რესტორნების სექტორში. ინვესტიციების ზრდამ უძრავი ქონების სექტორში 68 პროცენტი (64.6 მლნ. აშშ. დოლარით მეტი), ხოლო სასტუმროების დარესტორნების სექტორში 58 პროცენტი (33.1 მლნ. აშშ. დოლარით მეტი) შეადგინა. ინვესტიციების მოცულობა აღნიშნულ სექტორებში კი შესაბამისად 159.8 მლნ. აშშ. დოლარი და 90.0 მლნ. აშშ. დოლარი იყო.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930