გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ თალაკვაძე: კორონავირუსთან დაკავშირებული სცენარების დასარეგულირებლად პარლამენტში სპეციალური ბრძანება გამოიცემა

11-03-2020

„მომდევნო 12 საათის განმავლობაში, გამოიცემა სპეციალური ბრძანება, რომელიც დეპუტატებს და თანამშრომლებს შეეხებათ და დაარეგულირებს კორონავირუსთან დაკავშირებულ ნებისმიერ შესაძლო სიტუაციას - ეს იქნება ვირუსის მაღალი გავრცელების ქვეყნებიდან ჩამოსული ადამიანების თვითიზოლაცია, კარანტინში განთავსება თუ დისტანციური მუშაობა - ამასთან დაკავშირებული განაცდური დღეები და სხვა საკითხები ბრძანებით დარეგულირდება - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებისთანავე, პარლამენტში ეპიდკონტროლის ზომები არის მიღებული, რაც შემდგომში, კიდევ უფრო გაფართოვდა. არჩილ თალაკვაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, არცერთი დეპუტატი და პარლამენტის აპარატის არცერთი თანამშრომელი კარანტინში არ იმყოფება და არ აქვს დადასტურებული კორონავირუსის ინფექცია. მეტი სიფრთხილისთვის, პარლამენტის თავმჯდომარემ კოლეგებს საჯარო ღონისძიებების რაოდენობის შეზღუდვისკენაც მოუწოდა.

არჩილ თალაკვაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა ხაზგასმით, რომ საქართველო ამ მომენტისთვის ეფექტურად ახერხებს ვირუსის გავრცელების შეკავებას და შედეგით ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930