გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ამირან გამყრელიძე: არავის არ ვაშინებ, მაგრამ მოსალოდნელია შემთხვევების სერიოზული ზრდა

12-03-2020

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ მოსალოდნელია კორონავირუსის შემთხვევების სერიოზული ზრდა.


გამყრელიძე ამბობს, რომ არავის არ აშინებს, თუმცა კერძო კლინიკები მზად უნდა იყვნენ მომავალში ინფიცირებული პაციენტების მისაღებად.


„მზადყოფნის გეგმა უნდა ჰქონდეს თითოეულ საავადმყოფოს. მათ ეს ევალებათ. ლიცენზირების პირობებში მათ ევალებათ, რომ ჰქონდეთ სამი თვის მედიკამენტების მარაგები. ამას ჯანდაცვის სამინისტრო აკონტროლებს. მზადყოფნა უნდა იყოს კერძო ჰოსპიტლებშიც და თუ არ არის, დღეს კიდევ მოვუწოდებ ჩემს მეგობრებს, მე არავის არ ვაშინებ, მაგრამ მოსალოდნელია შემთხვევების სერიოზული ზრდა. ამიტომ, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ყველანაირად, მზად უნდა იყოს სახელმწიფო სხვადასხვა სექტორები და მზად უნდა კერძო სექტორი.


მოგეხსენებათ საქართველოში ჰოსპიტლების 90% არის კერძო. მე მოვუწოდებ მათ მფლობელებს და მმართველებს, რომ ამ დროს მთავარია სოლიდარობა კერძო სექტორიდანაც“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ „ქრონიკასთან“ ინტერვიუს დროს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930