13-03-2020
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება.
სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან ასლან საგანელიძესთან ერთად, ქ.ამბროლურში პროექტების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.
მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის მიმდინარეობს:
ქ.ამბროლაურში მდ.კრიხულაზე დამცავი ჯებირის მოწყობის მესამე ეტაპის სამუშაოები.
პროექტის სახელშეკრულებო თანხაა 500 000ლარი.
დაწყება -დასრულების ვადებია: 07/03/2020-05/06/2020წწ.
ქ.ამბროლაურში დახურული სპორტ-დარბაზის იატაკის და ღია სპორტ-კომპლექსის რეაბილიტაცია.
სახელშეკრულებო თანხაა- 448 551ლარი.
დაწყება-დასრულების ვადებია: 07/03/2020-05/07/2020წწ.