გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ხარაგაულში იტალიიდან ქმრის დაკრძალვაზე ჩასული ქალი პოლიციამ კარანტინში გადაიყვანა

13-03-2020

ხარაგაულში, სოფელ ხუნევში მოქალაქე, რომელმაც თვითიზოლაციის წესი დაარღვია, კარანტინში გადაიყვანეს. იტალიიდან დაბრუნებული ქალი წყალტუბოში კარანტინში მოათავსეს.


ოჯახში ჯანდაცვის წარმომადგენლები და სამართალამცველები მივიდნენ. ქალმა გადაყვანაზე თანხმობა განაცხადა. მისი გაყვანა სოფლიდან ადგილობრივებმა მოითხოვეს. მათი თქმით, მოქალაქე, რომელიც იტალიიდან ჩამოვიდა, საფრთხეს წარმოადგენდა.


ჯანდაცის უწყების წარმომადგენლის განცხადებით, მოქალაქემ თვითიზოლაცია გაფრთხილების შემდეგაც დაარღვია, რის გამოც მისი კარანტინში გადაყვანა აუცილებელი გახდა.


ქალი იტალიიდან მეუღლის გარდაცვალების გამო ჩამოვიდა, თუმცა კორონავირუსის შიშით თანასოფლელები პანაშვიდზე არ მივიდნენ.


გარდაცვლილი კაცი უკვე დაკრძალეს.


imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728