13-03-2020
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხელ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვას ავრცელებს, სადაც ფონდი „ქართუ“ განცხადებას ეხმაურება.
სააკაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს ბიუჯეტიდან მილიარდობით ლარი მიიტაცა და ახლა სურს ამ თანხის 2-3% “მიუგდოს“ საქართველოს მოსახლეობას.
მისივე თქმით, საქართველო დაუცველია როგორც ეკონომიკურ ასევე ჯანდაცვის სფეროში.
„ივანიშვილმა გამოაცხადა დღეს დილიდან, რომ შეუვსებთ სახელმწიფო ორგანოებს ფულს თუ მათ რაღაც ფული დააკლდებათ. ივანიშვილის მთელი ფული ბოლო წლებში არის მოპოვებული საქართველოს ბიუჯეტიდან თანხის მოპარვით, ქართული მიწების მოპარვით, ბიზნესების წაღებით, მევახშეობით და ეს ყველაფერი გადაქაჩა სახელმწიფოს ბიუჯეტიდან თავის ჯიბეში.
ახლა ნახეთ რას გეუბნებათ 2-3%-ს ამ თანხებიდან მოგიგდებთ, იმისთვის რომ არ მომივარდეთო აქ ჩემი შუშის სასახლეში. მინდა მთლიანად შემოვუტრიალოთ მას მაგიდა და ვუთხრათ, დღეს რომ საქართველო ასეთი დაუცველია, მათ შორის ჯანდაცვის სფეროში და იმ კუთხით რაც ეხება ფინანსებს ეს არის პირველ რიგში ივანიშვილის ბრალი, რაღაც 2 საავადმყოფო ავაშენეო, ჩემს დროს შენდა ლუგარის ცენტი და 140 საავადმყოფო არასოდეს დამიმადლებია, რას შველის ორი საავადმყოფო? თან არა სათანადო პირობებით აქ საუბარი სხვა რაღაცაზე უნდა იყოს მას აქვს მილიარდობით ლარი მოპარული თქვენი ჯიბეებიდან - ეს ფული უნდა დაბრუნდეს თქვენთან და მოხმარდეს კორონავირუსისგან დაცვას, ასევე ეკონომიკური კრიზისისგან დაცვას, იმიტომ რომ უამრავი ქართველი, რომელიც წასულია უცხოეთში ვერ რიცხავს ფულს და ამ გვარად საქართველოს ემუქრება სრული ჩამოშლა ლარის და მასობრივი შიმშილი“, - განაცხადა სააკაშვილმა ვიდეო მიმართვაში.