13-03-2020
სავალუტო ბაზარზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ინტერვენცია განახორციელა.
კონკრეტულად, მიმდინარე წლის 13 მარტს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა.
ქვეყნის მთავარი საფინანსო ინსტიტუტის ინფორმაციით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.9936 შეადგინა.
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების გამო შექმნილი უარყოფითი მოლოდინების შედეგად საქართველოს ეროვნული ვალუტა ბოლო სამი დღის განმავლობაში ნახტომისებურად გაუფასურდა.