15-03-2018
გერმანიაში, ქალაქ პადერბორნში, საქართველოს სამი მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააპატიმრეს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, დაკავებულები კარგად შემუშავებული სქემით მოქმედებდნენ, რომლის მიხედვითაც 2 მათგანი ადგილობრივ სუპერმარკეტებში ქურდობდა. ამის შემდეგ ისინი დანაშაულის ადგილს ავტომობილით ტოვებდნენ, რომელშიც მესამე დაკავებული ელოდებოდათ.
სამართალდამცავებმა დამნაშავეები ქურდობის მორიგი მცდელობის დროს დააკავეს.