გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი პატარიძე გლდანის საპატიმროში საკნებისა და სხვა სივრცეების ეტაპობრივი რეაბილიტაციის სამუშაოებს გაეცნო

14-03-2020

სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი, გიორგი პატარიძე გლდანის საპატიმროში საცხოვრებელი საკნებისა და სხვა სივრცეების ეტაპობრივი რეაბილიტაციის სამუშაოებს გაეცნო.

N8 პენიტენციური დაწესებულება (გლდანის საპატიმრო) 2007 წლის დეკემბერში გაიხსნა, რის შემდეგაც დაწესებულებაში სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებულა. მხოლოდ 2014 წელს გარემონტდა ერთი ფლიგელი, სადაც არასრულწლოვანი ბრალდებულები არიან განთავსებულნი. დღეის მდგომარეობით, მთელ დაწესებულებაში შესაკეთებელია სავენტილაციო სისტემა, ელექტროგაყვანილობა, ასევე პატიმრების საცხოვრებელ საკნებსა და სხვა სივრცეებში არის რემონტი ჩასატარებელი. ვინაიდან დაწესებულებაში 2800-მდე პატიმარი არის განთავსებული და შეუძლებელია სარეაბილიტაციოდ საპატიმროს სრულად დაცლა, ამიტომ სარემონტო სამუშაოები ეტაპობრივად, ფლიგელ-ფლიგელ მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარე წლის 20 თებერვლიდან 11 მარტამდე პერიოდში ჩაუტარდა ფლიგელს, რომელშიც 15 საკანია განთავსებული და 75 პირზე არის გათვლილი. ფლიგელში შეიცვალა კომუნიკაციები, დამონტაჟდა სავენტილაციო სისტემა და სრულად გარემონტდა საკნები და დერეფნები. ამასთან, ფლიგელში მოეწყო ფსიქოლოგთან და სოციალურ მუშაკთან შეხვედრის ოთახი და „C” ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართული პატიმრებისთვის ექიმთან შეხვედრის და წამლის მისაღები ოთახი, რაც დაწესებულების მოცემულ კორპუსში მანამდე არ არსებობდა.

გიორგი პატარიძის თქმით, სარემონტო სამუშაოები ეტაპობრივად განხორციელდება და წლის ბოლომდე მთელ დაწესებულებას მოიცავს.

„N8 პენიტენციურ დაწესებულებაში საცხოვრებელი საკნების კაპიტალური რემონტი მიმდინარეობს. დღეიდან ჩვენს მსჯავრდებულებს საშუალება ექნებათ, რომ სასჯელის მოხდა გააგრძელონ ახლადგარემონტებულ საკნებში. ეს პროექტი რა თქმა უნდა, გაგრძელდება და წლის ბოლომდე სრულად იქნება გარემონტებული ყველა საკანი“, - განაცხადა გიორგი პატარიძემ.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, გაამართლა თუ არა ტაქსების რეფორმამ დედაქალაქში?

სხვა გამოკითხვები

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2020    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031