გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეროვნული ბანკი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის მუშაობის ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა

16-03-2020

მსოფლიოსა და საქართველოს ჯანდაცვის ორგანიზაციების რეკომენდაციების შესაბამისად, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის შემცირების მიზნით, ეროვნული ბანკი 16 მარტიდან, მუშაობის ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.


ეროვნული ბანკის თანამშრომელთა 50 პროცენტი დისტანციურად ელექტრონული ფოსტისა და ინტერნეტის საშუალებით ასრულებს საკუთარ მოვალეობას.
იმავდროულად, ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება ეროვნული ბანკის როგორც ცენტრალური და დამხმარე ოფისების, ისე საკასო ცენტრის სადეზინფექციო წესით დამუშავების პროცედურა.


როგორც ცნობილია, ეროვნული ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება ლარის ბანკნოტებსა და მონეტებთან მიმართებაში შემდეგი სახის საკარანტინო ზომებთან დაკავშირებით, კერძოდ, მიმოქცევიდან შემოსული ლარის ფულის ნიშნები საკასო ცენტრში განთავსდება და შეინახება ცალკე, სპეციალურად გამოყოფილ ადგილას 14 დღის განმავლობაში და მათი გაცემა მოხდება მხოლოდ ამ პერიოდის გასვლის შემდეგ.


ამ პერიოდში, ეროვნული ბანკი საზოგადოებასთან კომუნიკაციას დისტანციურად ვებ პლატფორმითა და ონლაინ კონფერენციის მეშვეობით აწარმოებს.
შეგახსენებთ, რომ 18 მარტს გაიმართება მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მორიგი სხდომა, რომელზეც კომიტეტის მიიღებს გადაწყვეტილებას მონეტარული პოლიტიკის განაკვეთთან დაკავშირებით.


ასევე, 1-ლი აპრილის ჩათვლით, მუშაობას წყვეტს ფულის მუზეუმი ყვარელში ეროვნული ბანკი საკოლექციო დანიშნულების პროდუქციის რეალიზაციას მოახდენს მხოლოდ ელექტრონული მაღაზიის საშუალებით - www.moneymuseum.nbg.gov.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930