გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ტყის ხანძრებისთვის განკუთვნილ მანქანებს შეიძენს

15-03-2018

კრიზისების მართვის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის შალვა ხუციშვილის ინფორმაციით, რამდენიმე დღეში გამოცხადდება ტენდერი, რომელიც ტყის ხანძრებისთვის განკუთვნილი მანქანების შესყიდვას გულისხმობს. ინფორმაციას "სპექტრი" ავრცელებს.

მისი თქმით, სახანძრო სამაშველო ტექნიკის შესაძენად მიმდინარე წელს 20 მილიონი ლარი დაიხარჯება.

"ამ ტენდერის მიზანია, უკვე მზად ვიყოთ ზაფხულისთვის იმ ადგილებში, სადაც რისკი არის ტყის ხანძრების და სადაც არის მოსალოდნელი, რომ ეს პრობლემა შეიქმნას. მზად ვიყოთ და გვქონდეს გადაიარაღებული ტექნიკა და გვყავდეს გადამზადებული მეხანძრეები“, – განაცხადა მან.

imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930