გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ჩიქოვანი: სოფლის მეურნეობის სამინისტრო იწყებს ბიზნესთან კონსულტაციებს, რათა შვიდ ძირითად პროდუქტზე ფასები შენარჩუნდეს

18-03-2020

ქვეყანაში საკმარისზე მეტი მარაგებია და ამ მიმართულებით ნამდვილად გვაქვს პოზიტიური დინამიკა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისი თქმით, ამინდის გამო შეიქმნა მცირედი შეფერხებები საზღვარზე რაც უმოკლეს ვადებში მოგვარდება.

„სოფლის მეურნეობის მინისტრმა მოახსენა პრემიერ-მინისტრს ინფორმაცია მარაგებთან დაკავშირებით და მინდა გითხრათ, რომ ამ მიმართულებით ნამდვილად გვაქვს პოზიტიური დინამიკა და ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში საკმარისზე მეტი მარაგებია. ეს მარაგები ივსება პერმანენტულად, თუმცა გართულებულმა ამინდმა და გზებზე არსებულმა სიტუაციამ შესაძლოა გარკვეული გამოიწვიოს შეფერხებები საზღვარზე, მაგრამ ეს არ არის არსებითი. ეს მაქსიმუმ ერთ-ორ დღეში იქება ამოწურული. შესაბამისად, ამ მიმართულებით მნიშვნელოვან შეფერხებებს არ ველოდებით“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის დავალებით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო დაიწყებს ბიზნესთან კონსულტაციებს, რათა შვიდ ძირითად პროდუქტზე ფასები იყოს შენარჩუნებული და არ იყოს ასახული მოქალაქეებზე.

„ჩვენ გვაქვს პერმანენტული კომუნიკაცია გაყიდვების სექტორში მოქმედ ბიზნესსუბიექტებთან, მათთან ერთად კოორდინაციით ვახდენთ სრულ კოორდინაციას მთლიანი ბიზნეს პროცესის და შესაბამისად, დიდ გამოწვევებს არ ველოდებით.

პრემიერ-მინისტრის მხრიდან იქნა გაცემული დავალება, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაიწყოს ბიზნესთან კონსულტაციები, რათა 7 ძირითად პროდუქტზე იყოს შენარჩუნებული ფასები და ფასების მერყეობა არ იყოს ასახული მოქალაქეებზე, შესაბამისად, სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბიზნესთან კონსულტაციით დაიწყებს მუშობას ისეთ მექანიზმზე, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ ნაკლებად ცვალებადი ფასები იყოს ამ პროდუქტებთან მიმართებაში“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930