გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: პარლამენტი ყველაფერს აკეთებს, რომ თავისი წვლილი შეიტანოს კორონავირუსის გამო შექმნილი პრობლემის დაძლევაში

19-03-2020

„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ მთავრობასთან ერთად. ჩართული ვართ კოორდინაციის პროცესში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ხელმძღვანელობს და პარლამენტი, თავისი უფლებამოსილებებიდან გამომდინარე, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თავისი წვლილი შეიტანოს კორონავირუსის გამო შექმნილი პრობლემის დაძლევაში“, - განაცხადა უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ტვ ,,იმედის" გადაცემა ,,ღია ეთერში".

მისი თქმით, ყველაფერი გაკეთდა პრევენციის მიმართულებით, რათა არ მომხდარიყო ინფექციის გავრცელება.

„თუმცა, მხოლოდ საქართველოზე ეს არ არის დამოკიდებული. როგორიც იქნება გლობალური ტენდენცია, ის დიდწილად აისახება საქართველოზეც. აქედან გამომდინარე, გათვლა უნდა გავაკეთოთ ყველაზე მძიმე სცენარზე იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვიყოთ დაზღვეულები. ამ პრინციპით მოქმედებდა დღემდე ხელისუფლება და ამ პრინციპით გაგრძელდება მოქმედება. გლობალური ტენდენციის გათვალისწინებით, საბედნიეროდ, დღემდე საქართველოში კარგი ტენდეციაა, შემთხვევების რაოდენობა არის საკმაოდ მცირე, განსხვავებით ბევრი ევროპული და სხვა ქვეყნებისგან. ეს არის თითოეული იმ ადამიანის დამსახურება, რომელიც ამ პროცესშია ჩართული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე: შეიძლება საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს იმგვარი ვადით, რომ ამან არ შეაფერხოს კონსტიტუციის გადასინჯვა

„შეიძლება საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს იმგვარი ვადით, რომ ამან არ შეაფერხოს საგაზაფხულო სესიის ბოლომდე კონსტიტუციის გადასინჯვა. ჩვენ ყველა სცენარზე ვმუშაობთ და თავი გვექნება დაზღვეული“, - განაცხადა უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ტვ ,,იმედის" გადაცემა ,,ღია ეთერში".

მისი თქმით, გამომდინარე გლობალური და ადგილობრივი ტენდენციებიდან, შეიძლება აუცილებელი გახდეს მთელი რიგი შეზღუდვების დაწესება, რაც ვერ მოხდება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე.

„როდესაც სასწორზე დევს, ერთ მხარეს, სერიოზული პრობლემის პრევენცია და მეორე მხარეს, საკონსტიტუციო ცვლილებები, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, ბუნებრივია, ჩვენთვის, პოლიტიკური სპექტრისთვის და ასევე საზოგადოებისთვის, ასეთ დროს პირველ რიგში პრევენციაზე უნდა გაავაკეთოთ აქცენტი, მაგრამ ჩვენ გვაქვს გაკეთებული გათვლები. კონსტიტუციის და რეგლამენტის სრული დაცვით შესაძლებელია განსაზღვრულ ვადაში, დაახლოებით თვენახევარში, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება. აქედან გამომდინარე, შეიძლება მოხერხდეს ერთის გაკეთებაც და მეორეს გაკეთებაც“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930