გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: შეიძლება საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს იმგვარი ვადით, რომ არ შეფერხდეს კონსტიტუციის გადასინჯვა

19-03-2020

„შეიძლება საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს იმგვარი ვადით, რომ ამან არ შეაფერხოს საგაზაფხულო სესიის ბოლომდე კონსტიტუციის გადასინჯვა. ჩვენ ყველა სცენარზე ვმუშაობთ და თავი გვექნება დაზღვეული“, - განაცხადა უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ტვ ,,იმედის" გადაცემა ,,ღია ეთერში".

მისი თქმით, გამომდინარე გლობალური და ადგილობრივი ტენდენციებიდან, შეიძლება აუცილებელი გახდეს მთელი რიგი შეზღუდვების დაწესება, რაც ვერ მოხდება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე.

„როდესაც სასწორზე დევს, ერთ მხარეს, სერიოზული პრობლემის პრევენცია და მეორე მხარეს, საკონსტიტუციო ცვლილებები, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, ბუნებრივია, ჩვენთვის, პოლიტიკური სპექტრისთვის და ასევე საზოგადოებისთვის, ასეთ დროს პირველ რიგში პრევენციაზე უნდა გაავაკეთოთ აქცენტი, მაგრამ ჩვენ გვაქვს გაკეთებული გათვლები.

კონსტიტუციის და რეგლამენტის სრული დაცვით შესაძლებელია განსაზღვრულ ვადაში, დაახლოებით თვენახევარში, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება. აქედან გამომდინარე, შეიძლება მოხერხდეს ერთის გაკეთებაც და მეორეს გაკეთებაც“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930