21-03-2020
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პრემიერ გიორგი გახარიას წარდგინების საფუძველზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
"პრემიერ-მინისტრის წარდგენის საფუძველზე და კონსტიტუციის 71-ე მუხლის თანახმად, ვიღებ გადაწყვეტილებას და ვაცხადებ საგანგებო მდგომარეობას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ეს გადაწყვეტილება ძალაში შედის გამოცხადებისთანავე. ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარდგინების საფუძველზე კონსტიტუციის 71-ე მუხლისა და საგანგებო მდგომარეობის შესახებ კანონის მეორე მუხლის თანახმად, გამოვცემ დეკრეტს, რომლის შესაბამისად საქართველოს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით შეიზღუდება საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული მთელი რიგი უფლებები. მათ შორის გადაადგილებისა და მიმოსვლის, საკუთრების, შეკრების, და თავშეყრის უფლებები. საჯარო სერვისების, მიწოდების შესაძლებლობა. ამ დეკრეტით გათვალისწინებულია საგანგებო რეჟიმის დამრღვევის ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის სანქციები", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.