20-03-2020
ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანი სამხედრო ექიმები სრულ მზადყოფნას გამოთქვამენ საქართველოში, კორონავირუსის გავრცელებისა და ეპიდემიის წინააღმდეგ მიმართული პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, სახელმწიფოს აქტიური მხარდაჭერა გამოუცხადონ და ჩვენი ქვეყნის სამედიცინო პერსონალს, ყველა საჭირო მიმართულებით, გაუწიონ დახმარება.
"დღეს, თითოეული ჩვენთაგანის ვალია, ვებრძოლოთ ვირუსს, რომელიც ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ აყენებს ჩვენს მოსახლეობას, ქვეყნის მომავალსა და განვითარებას. ჩვენ, სამხედრო ექიმები მზად ვართ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ კორონავირუსთან ბრძოლაში, რათა ამ გლობალურ გამოწვევას ერთად გავუმკლავდეთ’’_ აცხადებენ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანი სამხედრო ექიმები.