გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა კალაძე: პაოლო მალდინის ვესაუბრე, თავს უკეთ გრძნობს

22-03-2020

თბილისის მერი კახა კალაძე კორონავირუსთან დაკავშირებით იტალიაში არსებულ მდგომარეობაზე საუბრობს.

„იტალიაში ძალიან მძიმე მდგომარეობაა. დღეს მქონდა კომუნიკაცია ჩემ მეგობრებთან. პაოლო მალდინი, რომელიც ყველასთვის ცნობილი მსოფლიო ვარსკვლავია, ამ ვირუსითაა დაავადებული, თავის შვილთან ერთად. დღეს ვესაუბრე მას და თავს უკეთ გრძნობს. ზოგადად, იტალიას რაც შეეხება, საზოგადოება ძალიან შეშინებულია, საყოველთაო კარანტინია გამოცხადებული. მილანი და მისი შემოგარენი, ლომბარდიის რეგიონი მთლიანად დაკეტილია. ერთ-ერთი მძიმე მდგომარეობა ზუსტად ამ რეგიონშია. ექიმები ყველაფერს აკეთებენ, რათა რაც შეიძლება დროულად მოხდეს ადამიანების გამოჯანმრთელება, თუმცა ძალიან დიდია ინფიცირებულთა რიცხვი და სამწუხაროდ, ჯერ კიდევ იზრდება ყოველდღიურად. ძალიან რთულ პირობებში უწევთ ადამიანებს მუშაობა. კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ჩემი ქვეყნის მოსახლეობას, რომ ძალიან ყურადღებით ვიყოთ. არ მინდა, ვინმე დავაპანიკო, თუმცა განსაკუთრებული სიფრთხილე და ზომების დაცვაა საჭირო, რომ ის ვითარება, რაც ევროპის განვითარებულ ქვეყნებშია, თავიდან ავირიდოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930