25-03-2020
საიტი Stopcov.ge უკვე მოქმედებს აზერბაიჯანულ ენაზე და რამდენიმე დღეში ეს საიტი ამოქმედდება სომხურ ენაზეც“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა, კორონავირუსთან დაკავშრებით, საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ ენებზე საიტზე ინფორმაციის განთავსება საშუალებას იძლევა, რომ აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე მოლაპარაკე საქართველოს მოქალაქეებმა სრული და ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ.
„საიტი Stopcov.ge, საუკეთესო საშუალებაა, რომ მოვახდინოთ ჩვენი მოქალაქეების ინფორმირება, როგორც არსებულ ვითარებაზე, ასევე გავცეთ პასუხი ყველა იმ შესაძლო შეკითხვას, რომელიც საზოგადოებაში არსებობს. ეს საიტი უკვე მოქმედებს აზერბაიჯანულ ენაზე და რამდენიმე დღეში ეს საიტი ამოქმედდება სომხურ ენაზეც, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ სრულად მოვიცვათ და დავფაროთ ჩვენი მოქალაქეები“, - განაცახად ირაკლი ჩიქოვანმა.