გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებს დეზინფექცია უტარდება

25-03-2020

დღეს დილიდან დეზინფექცია უტარდება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებს.


მუნიციპალიტეტში ეტაპობრივად მუშავდება ამბულატორიები, ასევე დამუშავდა ყველა სასწავლო დაწესებულება (24 საჯარო სკოლა და ერთი სასულიერო გიმნაზია), საბავშვო ბაღი.


საგანმანათლებლო დაწესებულების გარდა სადეზინფექციო ხსნარით დამუშავდა სპორტული და კულტურული ობიექტები, სოციალური მომსახურების სააგენტო და ადმინისტრაციული შენობები.

სადეზინფექციო ღონისძიებები ტარდება საქართველოს ჯანმრთელობის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930