გაიგე განსხვავებული

პარასკევი, აგვისტო 15, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ყირგიზეთში უფროსკლასელი გოგოების ქალიშვილობაზე შემოწმება დაიწყეს

24-12-2017

ყირგიზეთის სკოლის ზოგიერთი ადმინისტრაცია, უფროსკლასელ გოგოებს ქალიშვილობის შესამოწმებლად გინეკოლოგთან აგზავნის. ამის შესახებ ინფორმაციას პორტალი Vesti.kg ავრცელებს.

აღნიშნავენ, რომ მშობლები სკოლის ინიციატივას მხარს უჭერენ და ითხოვენ, რომ შემოწმება ქალმა ექიმმა ჩაატაროს. "ვარაუდობენ, რომ ამგვარი მეთოდით, თავიდან აიცილებენ სუიციდის შემთხვევებს, თუმცა ჩნდება რეზონანსული კითხვა: გამოიწვევს თუ არა იძულებითი შემოწმება სუიციდების ახალ ტალღას?", - წერს გაზეთი.

26 ნოემბერს ყირგიზეთში ადგილობრივი სოციოლოგიური კვლევის შედეგი გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც მოსახლეობის 89%-ს მიაჩნია, რომ ქალის უბიწოება ბედნიერი ოჯახის საწინდარია.

მსგავსი ინფორმაცია 22 ნოემბერს, უზბეკეთის შესახებაც გავრცელდა. ადგილობრივი მედიის წყაროს ცნობით, მედშემოწმების მიზეზი "სუიციდის შემთხვევების აღმოფხვრის მიზნით ტარდება, რადგან უზბეკეთში ქალიშვილობის დაკარგვის ან დაორსულების შემთხვევაში, გოგოები სირცხვილის გამო, თავს იკლავენ".

იმ გოგოების მშობლებთან, რომლებსაც უკვე დაიწყეს სქესობრივი ცხოვრება, ფსიქოლოგები და მასწავლებლები ჩაატარებენ გაკვეთილებს.






imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031